ჯანდაცვა
„ფაიზერით“ ვაქცინაცია განახლდა
„ფაიზერით“ ვაქცინაცია განახლდა. მოქალაქეებს ვაქცინაციის რეგისტრაციის ვებ-გვერდ Booking.moh.gov.ge-ზე „ფაიზერის“ ვაქცინის არჩევის შესაძლებლობა აქვთ.

მოქალაქეებისთვის საიტზე „ფაიზერის“ 45 653 დოზაა ხელმისაწვდომი.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აღნიშნავენ, Pfizer-ის წარმოების კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია თავდაპირველად 15 სხვადასხვა ლოკაციაზეა ხელმისაწვდომი. ამასთან, დასძენენ, რომ მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში Pfizer-ის წარმოების კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

„ფაიზერთან“ ერთად, ქვეყანაში „სინოფარმით“ და „სინოვაკით“ ვაქცინაციაც მიმდინარეობს.

ცნობისთვის, „ფაიზერის“ ვაქცინის გარკვეულ რაოდენობას ვადა გაუვიდა, რის გამოც რამდენიმე დღე „ფაიზერით“ აცრა შეჩერებული იყო. „ფაიზერის“ ახალი დოზები ქვეყანამ გუშინ მიიღო.
Print