ჯანდაცვა
დღეს ქვეყანაში გამოვლინდა ინფიცირების 17 265 ახალი შემთხვევა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 69 190 კვლევა ტესტით, მათ შორის 38 203 კვლევა ანტიგენის ტესტით და 30 987 PCR ტესტი.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 162 773.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 947 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 001 275.


ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 945 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 17 265 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 8 980 შემთხვევა,

აჭარა - 1 913

იმერეთი - 2 247

ქვემო ქართლი - 870

შიდა ქართლი - 679

გურია - 264

სამეგრელო - ზემო სვანეთი - 944

კახეთი -657

მცხეთა-მთიანეთი - 408

სამცხე-ჯავახეთი - 266

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 37

მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების 2 მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა და პანდემიის დაწყების დროიდან ვირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 373 მილიონს გადააჭარბა.


Print