ჯანდაცვა
ჯანმო : ერთ კვირაში მსოფლიოში კორონავირუსი დაუდასტურდა 21 მილიონ ადამიანს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის(WHO) მონაცემებით, ერთ კვირაში(17-23 იანვარი) მსოფლიოში აღირიცხა COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსით ინფიცირების 21 362 288 შემთხვევა, რაც პანდემიის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ 17-23 იანვრის პერიოდში დაინფიცირების ყველაზე მეტი, 4 215 852 ახალი შემთხვევა აშშ-ში დაფიქსირდა,
შემდეგ მოდის საფრანგეთი, 2 443 821 შემთხვევით, მესამე ადგილზეა ინდოეთი, სადაც დაინფიცირების 2 115 100 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათ მოჰყვებიან იტალია და ბრაზილია.
რაც შეეხება გარდაცვალების შემთხვევებს, ვირუსს ყველაზე მეტი, 10 795, ადამიანი აშშ-ში ემსხვერპლა, მეორე ადგილზეა რუსეთი, 4 792 გარდაცვლილით, მესამეზე ინდოეთი, სადაც გარდაცვალების 3 343 შემთხვევა დაფიქსირდა.


Print