საზოგადოება
პრემიერმა იმპორტიორ კომპანიებს მოუწოდა, თურქეთიდან რაც შეიძლება სწრაფად შემოიტანონ ხარისხიანი და იაფი მედიკამენტები
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იმპორტიორ კომპანიებს მოუწოდა, თურქეთიდან რაც შეიძლება სწრაფად შემოიტანონ ხარისხიანი და იაფი მედიკამენტები. როგორც მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საქართველოს ხელისუფლებამ დაპირებისამებრ გახსნა თურქეთის ფარმაცევტული ბაზარი, რაც მათი ვარაუდით, საქართველოში მკვეთრად გააიაფებს მედიკამენტების ფასებს.

შეგახსენებთ რომ, თურქეთის ბაზრის გახსნის შედეგად, მოსახლეობას 200-მდე დასახელების მედიკამენტზე ხარჯი გაუიაფდება - ეს განცხადება მიმდინარე კვირაში ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა გააკეთა. მან მთავრობის სხდომაზე პრემიერის გადაწყვეტილება გააჟღერა. მინისტრის თქმით, მოსახლეობას იაფ და ხარისხიან წამლებზე წვდომის შესაძლებლობა ექნება. რას ფიქრობენ ადგილობრივები  ხელისუფლების ახალ ინიციატივაზე ნახეთ ლინკზე
Print