ჯანდაცვა
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 7 947 ახალი დადასტურებული შემთხვევა
საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 31 პაციენტი.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 732 პირი ემსხვერპლა.


stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 35 082 ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 7 947 შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 059 392.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 7 947 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 4 496 შემთხვევა
აჭარა - 1 352
იმერეთი - 857
ქვემო ქართლი - 282
შიდა ქართლი - 266
გურია - 100
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 215
კახეთი -180
მცხეთა-მთიანეთი - 98
სამცხე-ჯავახეთი - 93
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -8.


5 550-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
Print