ჯანდაცვა
სამცხე-ჯავახეთში სრულად აცრილია 28428 ადამიანი

საქართველოში ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე სრულად აცრილია1 186 833 ადამიანი.


ქვეყანაში სულ ჩატარებულია 2 603 603 აცრა.
სამცხე-ჯავახეთში ვაქცინაციის ტემპით კვლავ ბოლოდან მეორე ადგილზეა.
რეგიონში სრულად აცრილია 28428 ადამიანი.

ქვეყანაში „ბუსტერ“ დოზა გაკეთებული აქვს 105 552 ადამიანს.

ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია „ომიკრონის“ 1185 შემთხვევა. აღნიშნულ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

გუშინდელი მონაცემებით, ქვეყანაში „ომიკრონის“ 1096 შემთხვევა იყო დადასტურებული.

 

Print