ჯანდაცვა
er.moh.gov.ge — კოვიდინფიცირებული პირებისთვის 112-ში რეგისტრაციის პორტალი ამოქმედდა
კოვიდინფიცირებული პირებისთვის 112-ში რეგისტრაციის პორტალი ამოქმედდა. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, თუ პირს კორონავირუსი დაუდასტურდება, შესაძლებლობა აქვს, 112-ში სატელეფონო კონსულტაციის ნაცვლად, პორტალზე er.moh.gov.ge-ზე დარეგისტრირდეს.

რეგისტრაციისთვის დაგჭირდებათ პირადი ნომრის, დაბადების თარიღის და ტელეფონის ნომრის მონაცემების შეყვანა.

სამინისტროს განცხადებით, მიღებული ინფორმაცია 112-ის მიერ დამუშავდება და შემდგომი მონიტორინგისათვის ოჯახის ექიმს გადაეცემა.
Print