ჯანდაცვა
,,უახლოეს დღეებში კოვიდინფიცირებუთა იზოლაციისა და კარანტინის ვადები გადაიხედება"-თამარ გაბუნია
უახლოეს დღეებში კოვიდინფიცირებუთა იზოლაციისა და კარანტინის ვადები გადაიხედება, ამის თაობაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში.


საკარანტინო ვადების შემცირება ძირითადად დაკავშირებულია „ომიკრონის“ მიმდინარეობის განსხვავებულ ფორმასთან და იმასთან, რომ ინფიცირების პერიოდი შედარებით ხანმოკლეა, ვიდრე აქამდე არსებული შტამების შემთხვევაში. გამომდინარე აქედან, თუ პირი არის უსიმპტომო, მისთვის იზოლაციაში ყოფნა საკმარისია 8 დღის განმავლობაში, სიმპტომების ქონის შემთხვევაში, რეკომენდებულია 10 დღე, თუ საჭიროა შესაძლოა, მეტი დროც. კონტაქტების შემთხვევაშიც რეჟიმი არის შედარებით შემსუბუქებული. ამდენად, ჩვენ ყველა ამ რეკომენდაციას გავივლით და ბუნებრივია, შევჯერდებით ოპტიმალურ რეჟიმზე, რომ კიდევ ზედმეტი დატვირთვა არ დარჩეს როგორც იზოლირებული კონტაქტში მყოფი პირისთვის ან ინფიცირებული პირისთვის, არასაჭირო იზოლაციასთან დაკავშირებით და ასევე, განიტვირთოს სისტემა ზედმეტი ზეწოლისგან. დღეს, ხვალ ეს საკითხები მოგვარდება,“- განაცხადა გაბუნიამ.
Print