Error
ჯანდაცვა
ჩვენს მოქალაქეებს მშვიდად და უსაფრთხოდ შეეძლებათ ჰოსპიტალში მკურნალობა - ზურაბ აზარაშვილი
ჯანდაცვის ახალი მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს ჰოსპიტალში მკურნალობა "მშვიდად და უსაფრთხოდ" შეეძლებათ. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

"მინდა გითხრათ, რომ ჯანმოს ადგილობრივი ოფისი და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაკომპლექტებული მობილური ჯგუფები ახდენენ ჰოსპიტლების ადგილზე მონიტორინგს, როგორც ინფექციის კონტროლის კუთხით, ასევე, რეანიმაციისა და კოვიდნიფიცირების მკურნალობის კუთხით. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენს მოქალაქეებს მშვიდად და უსაფრთხოდ შეეძლებათ ჰოსპიტალში მკურნალობა", — განაცხადა მან.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ ომიკრონის შემთხვევები მნიშვნელოვნად გაიზრდება, ჯანდაცვის სისტემა სრულად მობილიზებულია და მზად არის, გაუმკლავდეს ნებისმიერ გამოწვევას. ახალი მინისტრის განცხადებით, უკვე შევუკეთეს ფაიზერისა და მერკის წარმოების მედიკამენტები, რომლებსაც საქართველოში რამდენიმე კვირაში იქნება.
Print