ჯანდაცვა
ახალი წლის დღეებში საკვებით და ალკოჰოლით ინტოქსიკაციის ფაქტები საქართველოში
საქართველოს მასშტაბით, ახალი წლის დღეებში კვებითი ინტოქსიკაციის 41 შემთხვევა დაფიქსირდა.
თბილისში 12 შემთხვევა დაფიქსირდა და ჰოსპიტალიზებულია 3 პაციენტი.

რეგიონებში კვებითი ინტოქსიკაციის 29 შემთხვევა დაფიქსირდა და ჰოსპიტალიზებულია 12 ადამიანი.
რაც შეეხება ალკოჰოლით ინტოქსიკაციის ფაქტს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში აღნიშნავენ, რომ ასეთი 231 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 97 თბილისში დაფიქსირდა და ჰოსპიტალიზებულია 20 პაციენტი.

რეგიონებში დაფიქსირებულია 134 ასეთი შემთხვევა, ხოლო ჰოსპიტალიზებულია 40 პაციენტი.
Print