საზოგადოება
პიროტექნიკით ახალი წლის ღამეს რამდენიმე ადამიანი დაშავდა
პიროტექნიკის გამოყენების შედეგად თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში 30-მე ადამიანი დაშავდა, დაშავებულებს შორის არიან არასრულწლოვნებიც.
თბილისში ამ მიზეზით სულ რვა პაციენტს გაეწია დახმარება - მათ შორის 1 არასრულწლოვანს.

სხეულის სხვადასხვა მიდამოს დაზიანებებით 6 პირია ჰოსპიტალიზებული.
რაც შეეხება რეგიონებს, პიროტექნიკით დაზიანების 19 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო კლინიკაში 13 ადამიანია გადაყვანილი.

გარდა პიროტექნიკით დაზიანებისა, ახალი წლის ღამით, საქართველოს მასშტაბით საკვებით მოიწამლა 38 ადამიანი. ჰოსპიტალიზებულია 12 პაციენტი. ალკოჰოლით ინტოქსიკაციის შემთხვევების რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით იყო 145.
Print