ჯანდაცვა
ბორჯომში ვაქცინაციის პროცესი აქტიურ რეჟიმში გრძელდება (R)
ბორჯომის მუნიციპალიტეტში იმუნიზაციის პროცესი გრძელდება. ვაქცინაციის პროცესს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე იოსებ რაზმაძე, სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო
ბოლო პერიოდში ვაქცინაციის ტემპმა მოიმატა, განსაკუთრებით აქტიურობენ 60 წელს გადაცილებული მოქალაქეები, რომლებიც 31 დეკემბრის ჩათვლით აცრის შემთხვევაში მიიღებენ 200 ლარიან დანამატს. სამედიცინო ცენტრში აქტიურად მიმდინარეობს ბუსტერ დოზით აცრაც.


Print