ჯანდაცვა
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 103 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3278 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 53 პაციენტი. ქვეყანაში კოვიდით უკვე 12 800-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი.

ამავე პერიოდში კორონავირუსისგან კიდევ 3890 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 103 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 278 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 444 შემთხვევა, აჭარა - 189, იმერეთი - 472, ქვემო ქართლი - 175, შიდა ქართლი - 286, გურია - 81, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 231, კახეთი - 188, მცხეთა-მთიანეთი - 86, სამცხე-ჯავახეთი - 103, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -23.

Print