ჯანდაცვა
საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კრონავირუსს 72 ადამიანი ემსხვერპლა
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში საქართველოში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 731 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 853 833-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 1 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.37%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.78% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.53%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 295 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 796 453.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 72 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 191 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 731 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 1 491 შემთხვევა, აჭარა - 172, იმერეთი - 646, ქვემო ქართლი - 196, შიდა ქართლი - 327, გურია - 104, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 328, კახეთი - 199, მცხეთა-მთიანეთი - 86, სამცხე-ჯავახეთი - 146, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 36.
Print