ჯანდაცვა
სამცხე-ჯავახეთში ინფიცირების 152 შემთხვევა დაფიქსირდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 51 440 კვლევა ტესტით, მათ შორის 36 162 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 278 PCR ტესტით.


ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 085 ახალი დადასტურებული შემთხვევა.


ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 428 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 759 657.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 62 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 615 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 085 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 815 შემთხვევა, აჭარა - 202, იმერეთი - 997, ქვემო ქართლი - 330, შიდა ქართლი - 497, გურია - 122, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 427, კახეთი - 358, მცხეთა-მთიანეთი - 139, სამცხე-ჯავახეთი - 152, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 46.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 44 925 ადამიანი.

Print