ჯანდაცვა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1851 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 012 კვლევა ტესტი.
საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 55 პაციენტი. ქვეყანაში კოვიდით უკვე 11 500-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 814 097-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 530 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 755 229.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 553 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 851 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 861 შემთხვევა, აჭარა - 83, იმერეთი - 350, ქვემო ქართლი - 84, შიდა ქართლი - 104, გურია - 48, სამეგრელო - ზემო სვანეთი -115, კახეთი - 92, მცხეთა-მთიანეთი - 51, სამცხე-ჯავახეთი - 47, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -16.


ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 44 389 ადამიანი.







Print