ჯანდაცვა
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 76 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 361 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 776 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 585 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 357 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 772 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 749 699.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 76 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 498 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 357 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 415 შემთხვევა, აჭარა - 106, იმერეთი - 621, ქვემო ქართლი - 173, შიდა ქართლი - 242, გურია - 95, სამეგრელო - ზემო სვანეთი -260, კახეთი - 253, მცხეთა-მთიანეთი - 85, სამცხე-ჯავახეთი - 83, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -24.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 45 152 ადამიანი.

Print