ჯანდაცვა
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით 60 წელს ზემოთ ვაქცინაციის ტემპი გაიზარდა-
ვაქცინაციის წამახალისებელი პროგრამის ფარგლებში მთავრობის ინიციატივის გაჟღერების შემდეგ, რომლის თანახმადაც 60 წელს გადაცილებული პირები პირველივე აცრისას 200-ლარიან დანამატს მიიღებენ, ვაქცინაციის ტემპი მკვეთრად გაიზარდა , – ამის შესახებ ინფორმაცის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საერთო ჯამში, საქართველოში, 8 ნოემბრიდან, პირველი დოზით 60 წელს ზემოთ 19 290 მოქალაქე აიცრა, რაც წინა თვის მაჩვენებელთან მიმართებით, 332,41%-ით მეტია

29 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე პერიოდში 60 წელს გადაცილებული მხოლოდ 4 461 მოქალაქე აიცრა
Print