ჯანდაცვა
სამედიცინო საქმიანობის რეგულირების საბჭომ უკანონოდ გახსნილი კოვიდტესტირების დაწესებულებები გამოვლინა
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ გატარებული კონტროლის ღონისძიების შედეგად უკანონოდ გახსნილი კოვიდტესტირების დაწესებულებები გამოვლინდა.

სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კოვიდტესტირების პუნქტი, აღმაშენებლის გამზირზე, ერთ-ერთ საიუველირო მაღაზიაში იყო განთავსებული. დაწესებულება მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სავალდებულო შეტყობინების გარეშე ფუნქციონირებდა.

რეგულირების სააგენტოს მიერ, დაწესებულების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა სასამართლოს. მსგავსი შემთხვევები გამოიკვეთა ქალაქ რუსთავსა და ბათუმშიც.
Print