ჯანდაცვა
ქუთაისში, კლინიკა "ბომონდში" კორონავირუსით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა
ქუთაისში, კლინიკა "ბომონდში" კორონავირუსით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. პაციენტი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში 9 დღის განმავლობაში მკურნალობდა.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, სამედიცინო დაწესებულებაში შესვლის მომენტისთვის მისი მდგომარეობა მძიმე იყო. პაციენტს ფილტვის ქსოვილის 72 პროცენტი დაზიანებული ჰქონდა, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
არსებული ინფორმაციით, პაციენტი მელოგინე იყო. ის ქუთაისის კლინიკაში მშობიარობის შემდეგ სამეგრელოდან გადაიყვანეს.

Print