საზოგადოება
,,გათვალისწინებული უნდა იყვნენ ის პენსიონერებიც ვინც უკვე აიცრნენ" - ექიმი იმუნოლოგი
200 ლარიანი დანამატი პენსიონერებისთვის აცრის შემთხვევაში.
ამ ინიციატივამ ხანდაზმულებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.
ჩვენს მიერ გამოკითხულთა უმრავლესობისთვის ფულადი დანამატი არ არის მოტივაციის მიმცემი და ამბობენ, რომ ეს მათ გადაწყვეტილებას არ ცვლის.

ზოგიერთი მათგანი კი ამბობს, რომ ვაქცინას არა ფულის გამო, არამედ საკუთარი ჯანმრთელობის გამო გაიკეთებს. ხალხი განსხვავებული მოსაზრება აქვს ხანდაზმულთა მეორე კატეგორიას. ისინი დადებითად აფასებენ მთავრობის ამ ინიციატივას და მიაჩნიათ, რომ 200 ლარიანი დანამატი ვაქცინაციას წაახალისებს პენსიონერებში.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ყველა პენსიონერი, რომელიც 8 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით აიცრება, 200-ლარიან დანამატს მიიღებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

მთავრობის ამ ინიციატივას აფასებს ალერგოლოგ იმუნოლოგი გიორგი კამკამიძე. მისი აზრით, სახელმწიფოს ეს ინიციატივა იყო იძულებითი, რადგან აცრილი პენსიონერების რაოდენობა იყო დაბალი.
კამკამიძის თქმით, აცრილ და ასაცრელ პენსიონერებზე მიდგომა უნდა იყოს ერთნაირი და სამართლიანი.

დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში სრულად აცრილია 276678 პენსიონერი.


Print