ჯანდაცვა
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 751 ახალი დადასტურებული შემთხვევა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 57 046 კვლევა ტესტი.
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 751 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 647 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 700 568.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 78 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 662 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 751 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 2 012 შემთხვევა, აჭარა - 210, იმერეთი - 1 049, ქვემო ქართლი - 474, შიდა ქართლი - 550, გურია - 124, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 377, კახეთი - 548, მცხეთა-მთიანეთი - 140, სამცხე-ჯავახეთი - 210, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 57.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 49 841 ადამიანი.

Print