ჯანდაცვა
იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვების „ფაიზერით“ ვაქცინაცია შესაძლებელი გახდა
იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვების "ფაიზერით" ვაქცინაცია შესაძლებელი გახდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

"საბჭომ მხარი დაუჭირა 12-დან 15- წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის პროცესს, "ფაიზერის" ვაქცინის ორი დოზით, მშობლის გადაწყვეტილებით და თანხმობით, რაც არის აუცილებელი მოთხოვნა არასრულწლოვანში სამედიცინო ჩარევის ჩატარების შემთვევაში.
ამრიგად, 12- დან 15- წლამდე ბავშვებს შეუძლიათ მიმართონ ამცრელ ცენტრებს და "ფაიზერის" დოზით აიცრან,"- განაცხადა გაბუნიამ.
Print