საზოგადოება
1-ელი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ „მწვანე პასპორტით“ შეძლებენ სხვადასხვა ობიექტებში შესვლას
საქართველოში 1 დეკემბრიდან ე.წ. მწვანე საშვის პრინციპის ამოქმედება იგეგმება. ამის შესახებ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა 18 წლის ზემოთ მოქალაქეებზე გავრცელდება. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ან 24- საათიანი ვალიდურობის ანტიგენტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. იყო მოსაზრება, რომ კორონავირუსგადატანილებზე ყოფილიყო 6-თვიანი შეზღუდვა, მაგრამ ჩემი მოსაზრება იყო, რომ ეს შეზღუდვა მოხსნილიყო და საბჭომ ეს წინადადება გაიზიარა.

„მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის, ასევე ტურისტებისთვის. 1-ელი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტით“ შეძლებენ შესვლას სხვადასხვა ობიექტებში - კვების ობიექტებში, გასართობ ცენტრებში, კინოთეტრებში, ოპერაში, მუზეუმებში და ა.შ. დეტალური ჩამონათვალი იქნება გავრცელებული. აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება მხოლოდ ობიექტების სტუმრებზე და არა იქ მომუშავე ადამიანებზე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

Print