Error
ჯანდაცვა
ყველა პენსიონერი, რომელიც 1 იანვრამდე აიცრება, 200-ლარიან დანამატს მიიღებს
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ყველა პენსიონერი, რომელიც 1 იანვრამდე აიცრება, 200-ლარიან დანამატს მიიღებს. დეტალებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.
"დღეიდან 200-ლარიან ერთჯერად საპენსიო დანამატს მიიღებს თითოეული პენსიონერი, რომელიც ვაქცინაციას პირველ იანვრამდე გაიკეთებს. დანამატი გაიცემა პირველი აცრის გაკეთების შემდეგ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
Print