ჯანდაცვა
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 67 ახალიშემთხვევა დაფიქსირდა
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 37 115 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 126 კვლევაანტიგენის ტესტით და 14 989 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 104 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 627 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 688 781.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 67 ახალიშემთხვევა დაფიქსირდა.

პანდემიის გავრცელებიდა ნდღემდე ვირუსს ჯამში 10 435 პირიემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 104 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 635 შემთხვევა, აჭარა - 168, იმერეთი - 766, ქვემო ქართლი - 283, შიდა ქართლი - 246, გურია - 110, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 322, კახეთი - 420, მცხეთა-მთიანეთი - 59, სამცხე-ჯავახეთი - 80, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -15.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 53 613.
1 314 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 835 - თბილისში, 272 - აჭარაში.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 44 201 ადამიანი.



Print