ჯანდაცვა
ინფიცირების 142 ახალი შემთხვევა სამცხე-ჯავახეთში
ბოლო 24 საათში საქართველოში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 240 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 748 751-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.79%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.55% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.25%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 235 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 684 154.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 68 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 368 პირი ემსხვერპლა.


დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 240 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 1 872 შემთხვევა, აჭარა - 178, იმერეთი - 1 045, ქვემო ქართლი - 396, შიდა ქართლი - 429, გურია - 105, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 384, კახეთი - 488, მცხეთა-მთიანეთი - 144, სამცხე-ჯავახეთი - 142, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -57.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 54 203.
Print