ჯანდაცვა
თამარ გაბუნია "მწვანე ბარათის" მექანიზმის დანერგვის შესახებ
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ე.წ. მწვანე ბარათის მექანიზმის დანერგვის შემთხვევაში, ყველა ის რეგულაცია, რომელიც კოვიდის მართვისთვის დაწესებულია, ძალაში დარჩება.

როგორც მან ჟურნალისტებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, „მწვანე ბარათი“ ვერცერთ დაწესებულ რეგულაციას ვერ ჩაანაცვლებს.

„ჩვენთვის ყველასთვის მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის პროგრამაში მომართვიანობა გაიზარდოს".

„მწვანე საშვი“ გაიცემა პირზე, რომელიც არის ან სრულად ვაქცინირებული, ან უტარდება ანტიგენ ტესტირება ყოველდღიურ რეჟიმში, ან ფლობს 72-საათიან რეჟიმში ჩატარებულ PCR ტესტირების პასუხს, გადატანილი აქვს ინფექცია 14 დღიდან 6 თვის ინტერვალში.


„ამ სამი პარამეტრიდან ერთ-ერთ ნიშნავს იმას, რომ პირი შეიძლება ჩაერთოს უსაფრთხოდ ბიზენს ან სოციალურ აქტივობებში და ბევრი ქვეყანა ამას უკვე იყენებს. ადმინისტირების ნაწილში მშვნელოვანია ის, რომ ვიდრე მოხდება ამ მექანიზმის აღიარება და სავალდებულო სახით ქვეყანაში დანერგვა, აქ საუბარი მაქვს „მწვანე საშვის“ მექანიზმზე, მნიშვნელონია ასევე ყველა პირობა იყოს შექმნილი იმისთვის, რომ აღსრულების ნაწილში არ შეიქმნას შეფერხებები და ამან არ გამოიწვიოს ფალსიკიფაცია, გარკვეული სახით გაყალბება სერთიფიკატის ნაწილში და მეორე - დარღვევა იმ წესის, რომელსაც ჩვენ თვითონ დავაწესებთ, ვიდრე ბიზნესი თავად მზაობას არ გამოხატავს, რომ ყველა მომხმარებელი, რომელიც მასთან მივა ვერაფრით ვერ მოხვდება იმ გარემოში სადაც ბიზნესაქტივობა წარმოებს და ასევე არ იქნება ზედმიწევნით ზუსტად შრომის ინსპექციის მხრიდან ის მექანიზმები და გარანტიები, რომელიც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ აღსრულება მოხდეს შესაფერისად, მანამდე ნებისმიერ შემთხევვაში ეს იქნება მხოლოდ ფორმალობა“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, გარანტია, რომ საერთოდ გამორიცხულია დამატებითი შეზღუდვების დაწესებაზე საუბარი, არავის შეიძლება ჰქონდეს.

„მწვანე საშვის“ მექანიზმს არ ექნება დაუყოვნებელი შედეგი. „მწვანე საშვის“ მექანიზმი თუ ამოქმედდა, აქ, რა თქმა უნდა, გარკვეული პერიოდი უნდა მიეცეს როგორც მომხმარებელს, ასევე დასაქმებულსა და დამსაქმებელს მოსამზადებლად, იმისთვის, რომ თუ აქამდე არ მიუღიათ აცრის გადაწყვეტილება, აიცრან. „მწვანე საშვის“ მექანიზმი არ არის ერთადერთი მექანიზმი და არც მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ როგორც კი მწვანე საშვის მექანიზმი ამოქმედდება, უეცრად ვაქცინაციის პროგრამა დაუბრუნდება დღეში 30 ათას აცრას. ეს არის ერთ-ერთი მექანიზმი, რომ დამატებითი სტიმული შეიქმნას იმ ადამიანებისთვის, ვინც აცრა ვერ გადაწყვიტა. ეს არის ერთ-ერთი და ერთადერთი საშუალება“, - განაცხადა გაბუნიამ.


Print