ჯანდაცვა
53 გარდაცვლილი, 5206 კოვიდიფიცირებული - 4 ნოემბრის სტატისტიკა
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 206 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 738 171-ს.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 53 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 238 პირი ემსხვერპლა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 3 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.71%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.34% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.77%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 648 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 678 288.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 206 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 1 885 შემთხვევა, აჭარა - 193, იმერეთი - 979, ქვემო ქართლი - 360, შიდა ქართლი - 428, გურია - 142, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 378, კახეთი - 530, მცხეთა-მთიანეთი - 118, სამცხე-ჯავახეთი - 157, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -36.


სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 3 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 270 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 37 137 ადამიანი.


Print