ჯანდაცვა
“ამ ეტაპზე დამატებითი შეზღუდვების დაწესება დღევანდელი მდგომარეობით არ იგეგმება”-თამარ გაბუნია
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება. მისი თქმით, მოსახლეობამ ქვეყანაში უკვე მოქმედი რეგულაციები უნდა გაითვალისწინოს.

„ამ ეტაპზე დამატებითი შეზღუდვების დაწესება დღევანდელი მდგომარეობით არ იგეგმება, მაგრამ ის შეზღუდვები და რეგულაციები, რომლებიც უკვე დაწესებულია, აუცილებლად უნდა აღსრულდეს, რადგან თუ არ მოხდა ამის ასრულება რაც უკვე დაწესებულია, აბსოლუტურად აზრს მოკლებულია დამატებითი შეზღუდვების დაწესება,“- განაცხადა გაბუნიამ.


Print