ჯანდაცვა
გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 44 პაციენტი
საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 44 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2141 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა,
ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 5081 პირი.
1 ნოემბრის დილისთვის დადებითობის მაჩვენებელია:

დღიური - 10.77%;
ბოლო 7 დღის - 8.83%;
ბოლო 14 დღის - 8.94%.

Print