ჯანდაცვა
კორონავირუსით ინფიცირების 4610 ახალი შემთხვევა და კიდევ 42 გარდაცვლილი პაციენტი
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4610 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 42 პაციენტი.
ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 2624 პირი.

დღეს, 30 ოქტომბერს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 610 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: თბილისში დადსტურდა1 663 შემთხვევა, აჭარაში - 154, იმერეთში - 871, ქვემო ქართლში - 324, შიდა ქართლში - 324, გურიაში - 118, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 316, კახეთში - 577, მცხეთა-მთიანეთში - 83, სამცხე-ჯავახეთში -133, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში - 47.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 715 865 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 655 129 გამოჯანმრთელდა, 10 003 გარდაიცვალა.


Print