ჯანდაცვა
გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაცვალების 46 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 942 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 694 182-ს.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 942 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 704 შემთხვევა, აჭარა - 93, იმერეთი - 438, ქვემო ქართლი - 130, შიდა ქართლი - 84, გურია - 33, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 129, კახეთი - 253, მცხეთა-მთიანეთი - 16, სამცხე-ჯავახეთი - 48, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 14.
გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 650 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 635 611.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 46 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 788 პირი ემსხვერპლა.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 39 329 ადამიანი.

Print