ჯანდაცვა
95 ინფიცირებული სამცხე-ჯავახეთში, საქართველში გარდაცვლილი 40 ადამიანი - 22 ოქტომბრის კოვიდსტატისტიკა
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში, საქართველოში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 155 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 684 337-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.32%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.89% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.99%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 507 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 624 688.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 40 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 657 პირი ემსხვერპლა.


დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 155 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 1 352 შემთხვევა, აჭარა - 143, იმერეთი - 777, ქვემო ქართლი - 287, შიდა ქართლი - 306, გურია - 95, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 299, კახეთი - 669, მცხეთა-მთიანეთი - 96, სამცხე-ჯავახეთი - 95, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 36.


Print