ჯანდაცვა
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 739 ახალი დადასტურებული შემთხვევა
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 739 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 670 552-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 082 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 616 937.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 36 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 546 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 739 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 1 862 შემთხვევა, აჭარა - 202, იმერეთი - 1 151, ქვემო ქართლი - 353, შიდა ქართლი - 389, გურია - 140, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 412, კახეთი - 912, მცხეთა-მთიანეთი - 139, სამცხე-ჯავახეთი - 119, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 60.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 29 935 ადამიანი.


Print