ჯანდაცვა
ბორჯომის საბავშვო ბაღში აღსაზრდელს კორონავისური დაუდასტურდა
ბორჯომის ნომერ პირველ საბავშვო ბაგა-ბაღში, აღსაზრდელს კორონა ვისური დაუდასტურდა.
ბორჯომის ბაღების გაერთიანების დირექტორის, ნინო ბენდელიანის განმარტებით ბაღის პირველი ჯგუფის აღსაზრდელებიც და აღმზრდელებიც იზოლაციაში იმყოფებიან.
სააღმზრდელო დაწესებულების მეორე ჯგუფი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.
ამ დროისთვის ბორჯომის სხვა საბავშვო ბაღებში ვირუსის შემთხვევა არ დადასტურებულა. ინტენსიურად მიმდინერობს გეგმიური ტესტირება. თუმცა ბაღებში ბავშვების რაოდენობა შემცირებულია.



Print