ჯანდაცვა
,,შევხვდებით სოფლებში მოსახლეობას, რომ დავარწმუნოთ ვაქცინაციის საჭიროებაში''- მერის მოვალეობის შემსრულებელი
ჯეო ჰოსპიტალსის სამედიცინო ცენტრს ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელი ესტუმრა. იოსებ რაზმაძე ვაქცინაციის პროცეს გაეცნო და მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდა. ადგილობრივი ხელისუფლება, ვაქცინაციის მსურველ მოქალაქეებს ხელშეწყობას ჰპირდება.
მუნიციპალიტეტში ვაქცინაცია ბორჯომისა და ბაკურიანის სამედიცინო ცენტრებში მიმდინარეობას. ჯეო ჰოსპიტალსის ბორჯომის სამედიცინო დაწესებულებაში აცრა სამი ვაქცინით, ფაიზერით, სინოფარმით და სინოვაკით ხორციელდება. ცენტრის დირექტორის ირაკლი დიასამიძის თქმით ბოლო პერიოდში დღიურად აცრილთა რაოდენბა შემცირდა.
სამცხე-ჯავახეთში დღეის მდგომარეობით კოვიდ ვაქცინის ორი დოზით აცრილია 16196 მოქალაქე. ქვეყნის მასშტაბით ვაქცინირებულია 879 630 პირი


Print