ჯანდაცვა
საქართველოში კოვიდვაქცინაციის რაოდენობამ იკლო
საქართველოში აცრის ტემპი შენელებულია. აგვისტოსგან განსხავავებით, როდესაც დღეში 20 ათასზე მეტი ადამიანი იცრებოდა, დღეს ეს რიცხვი თითქმის განახევრებულია, ყოველდღიურ აცრილთა შორის უმეტესობა კი მეორე დოზაზე მიდის.
ეროვნული გეგმის მიხედვით, საქართველოში სიტუაციის დასტაბილურებისთვის აუცილებელია, რომ მოსახლეობის 60% აიცრას. თუმცა, ეს ზღვარი „დელტა“ შტამის პირობებში, რომელიც უფრო სწრაფად ვრცელდება და უფრო სახიფათოა, ვიდრე ე.წ. ვუჰანის შტამი.

დღეს ქვეყანაში სრულად აცრილია 843 289 ადამიანი. საქართველოში ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე ჩატარდა 1 836 443 აცრა.

სამცხე-ჯავახეთი რეგიონებს შორის ვაქცინაციის ტემპის მიხედვით ბოლოდან მეორე ადგილზეა. რეგიიონში სრულად ვაქცინირებულია 15134 ადამიანი.

ბოლო ადგილზე კი რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთია 6803 სრულად ვაქცინირებული ადამიანით.

კოვიდ აცრების სტატისტიკით პირველ ადგილზე თბილსია 490522 აცრილი ადამიანით.

Print