ჯანდაცვა
ბორჯომის სამედიცინო ცენტრში ვაქცინაციის დღეები შეიცვალა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაცის ტემპი ბოლო დღეების განმავლობაში შემცირდა,
სამცხე-ჯავახეთი, სრულად ვაქცინირებული ადამიანებით რეგიონების მიხედვით ბოლოდან მეორე ადგილზეა, რეგიონში ვაქცინის ორივე დოზით აცრილია 11984 ადამიანი.

ბორჯომის სამედიცინო ცენტრში ვაქცინაზე მოთხოვნა განახევრებულია.

მოთხოვნის შემცირებასთან ერთად სამედიცინო ცენტრში შეიცვალა ვაქცინაციის დღეები, ფაიზერით ვაქცნაციის მსურველებს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით შეუძლიათ მიაკითხონ სამედიცინო ცენტრს.



Print