ჯანდაცვა
სრულად ვაქცინირებულია 689 158 ადამიანი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 18 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში სულ 1 629 582 აცრაა ჩატარებული.

მათივე ცნობით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 940 424 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 32.9%.

სრულად ვაქცინირებულია 689 158 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 24.1%.

ბოლო 24 საათში 19 273 ადამიანი აიცრა.



Print