ჯანდაცვა
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 54 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 225 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 047 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 178 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 262 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 795 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 534 559.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 54 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 089 პირი ემსხვერპლა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 575 210-ს.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 262 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 827 შემთხვევა, აჭარა - 211, იმერეთი - 335, ქვემო ქართლი - 129, შიდა ქართლი - 139, გურია - 59, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 222, კახეთი - 216, მცხეთა-მთიანეთი - 61, სამცხე-ჯავახეთი - 35, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 28.


Print