ჯანდაცვა
ბორჯომის სამედიცინო ცენტრში 5000 მოქალაქე აიცრა
ბორჯომის სამედიცინო ცენტრში, დღიურად დაახლოებით 250 ადამიანი იტესტება, კოვიდდადებითობის მაჩვენებელი კი 10%-ია. რაც შეეხება აცრას. ამ დროისთვის, ჯეო ჰოსპიტალსის ბორჯომის სამედიცინო ცენტრში ვაქცინირებულთა საერთო რაოდენობა 5 000-ს აღწევს. დღიურად იცრება 200-ზე მეტი ადამიანი. ბორჯომის სამედიცინო ცენტრში იმუნიზაცია სამი ვაქცინით: ფაიზერით, სინოფარმით და სინოვაკით მიმდინარეობს.
Print