ჯანდაცვა
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 79 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 43 741 კვლევა ტესტით, მათ შორის 31 605 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 136 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 778 ახალი დადასტურებული შემთხვევა.


ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 549 811-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 753 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 493 414.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 79 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 408 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 778 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 888 შემთხვევა, აჭარა - 423, იმერეთი - 608, ქვემო ქართლი - 244, შიდა ქართლი - 364, გურია - 146, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 405, კახეთი - 438, მცხეთა-მთიანეთი - 159, სამცხე-ჯავახეთი - 67, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 36.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 47 688 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 23 664, პირი, აჭარაში - 5 975, იმერეთში - 4 199.




Print