ჯანდაცვა
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 78 შემთხვევა დაფიქსირდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 21 411 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 305 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 106 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 915 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 545 033-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 929 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 488 661.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 78 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 329 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 915 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 727 შემთხვევა, აჭარა - 247, იმერეთი - 180, ქვემო ქართლი - 88, შიდა ქართლი - 140, გურია - 72, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 171, კახეთი - 174, მცხეთა-მთიანეთი - 32, სამცხე-ჯავახეთი - 53, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 31.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 49 572 ადამიანი.

Print