ჯანდაცვა
„სინოფარმის მხოლოდ მეორე დოზაზე დარეგისტრირებულები აიცრებიან“ -ირაკლი დიასამიძე

ქვეყნის მასშტაბით, სინოფარმის პირველ დოზაზე რეგისტრაცია დროებით იზღუდება.

დღეიდან, 27 აგვისტოდან, Sinopharm-ის ვაქცინის პირველი დოზით ადმინისტრირება (როგორც წინასწარი ჯავშნით, ასევე ცოცხალი რიგით) ვაქცინის დამატებითი პარტიის მიღებამდე შეუძლებელია. შეზღუდვა არ ეხებათ იმ პირებს, ვინც პირველი დოზით აცრის ჯავშანი გააკეთა 27 აგვისტომდე ნებისმიერი მომდევნო თარიღისთვის. შეუფერხებლად გრძელდება მოქალაქეების აცრა Sinopharm-ის ვაქცინის მეორე დოზით. ჯეო ჰოსპიტალსის ბორჯომის სამედიცინო ცენტრში, პირველი დოზით აცრის მსურველებს შეუძლიათ დაჯავშნონ და აიცრან ფაიზერით ან სინოვაკის ვაქცინებით.

 


Print