საზოგადოება
ბორჯომის სამედიცინო ცენტრში ვაქცინაციაზე რიგებია
ასეთი ვითარებაა ბორჯომის სამედიცინო ცენტრში. რიგის დაკავება აქ ხალხს დილიდან უწევს. ვაქცინაციისთვის მოდიან როგორც საიტზე წინასწარ დარეგისტრიტებული მოქალაქეები, ასევე ცოცხალ რიგში მყოფი პირები.

ვაქცინაციის მსურველთა რიგების დარეგულირებაში ბორჯომის სამედიცინო ცენტრის პერსონალს ეხმარებიან წითელი ჯვრის მოხალისეები. ისინი მთელი დღის განმავლობაში მოუწოდებენ მოქალაქეებს დისტანციის დაცვას და სიის მიხედვით მიაცილებენ ვაქცინაციის კაბინეტამდე.

ვაქცინაციის პარალელურად, ასევე რიგებია სწრაფი ტესტის გასაკეთებლად არსებულ კარავთან. აქ დაინფიცირების რისკი შედარებით მეტია. სანამ მოქალაქეები სწრაფი ტესტის პასუხს შეიტყობენ, სავარაუდო სიმპტომების მქონე ადამიანები სხვებთან ერთად იყრიან თავს. რიგები აქაც დღის პირველ ნახევარში უფრო მეტია.

ბორჯომის სამედიცინო ცენტრში ამ დროისთვის აცრის პროცესი სამი ვაქცინით, ფაიზერით, სინოფარმით და სინოვაკით მიმდინარეობს. ვაქცინის დოზების დამატება ეტაპობრივად ხდება და მოქალაქეებს ვაქცინაციისთვის როგორც წინასწარი რეგისტრაცია, ასევე ცოცხალ რიგში ჩადგომა შეუძლია.



Print