ჯანდაცვა
„ბუსტერ“ დოზა განკუთვნილი იქნება იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც მანამდე მიღებული დოზების შედეგად იდეალური იმუნური რეაქცია არ ჩამოუყალიბდათ
აშშ-ში იმ მოქალაქეებს, რომლებსაც იმუნიტეტი დაქვეითებული აქვთ, „ფაიზერის“ ან „მოდერნას“ ვაქცინის მესამე დოზით აცრის საშუალება ექნებათ, - მედიის ინფორმაციით ამის შესახებ აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ განაცხადა.

მათი განმარტებით, ე.წ. „ბუსტერ“ დოზა განკუთვნილი იქნება კონკრეტულად იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც მანამდე მიღებული დოზების შედეგად იდეალური იმუნური რეაქცია არ ჩამოუყალიბდათ, რაც დაფიქსირდა სიმსივნით დაავადებულ უამრავ პაციენტში, ადამიანებში, რომლებსაც რომელიმე ორგანო გადანერგილი აქვთ, იმუნოდეფიციტის ვირუსებით დაავადებულ პაციენტებსა იმ ადამიანებში, რომლებიც იმუნოდეპრესიულ საშუალებებს ღებულობენ.
ააგენტოს „ბუსტერ“ დოზის საყოველთაო გამოყენების ნებართვა ჯერ არ გაუცია და მხოლოდ გარკვეული ჯგუფისთვის დაამტკიცა.

Print