ჯანდაცვა
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 236 ახალი დადასტურებული შემთხვევა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 23 439 კვლევა ტესტი,
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 236 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 450 149-ს
გამოჯანმრთელდა 3 146 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 403 762-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 44 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 128 პირი ემსხვერპლა.


დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 236 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 946 შემთხვევა, აჭარა - 499, იმერეთი - 177, ქვემო ქართლი - 100, შიდა ქართლი - 90, გურია - 38, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 126, კახეთი - 165, მცხეთა-მთიანეთი -56, სამცხე-ჯავახეთი - 30, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 9
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 40 233 საიდანაც: 6 641 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 125, აჭარაში - 874, იმერეთში - 959. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 328 პირი, მათ შორის, თბილისში - 587, აჭარაში - 134, იმერეთში - 312. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 293 პირი, მათგან თბილისში - 190, აჭარაში - 21, იმერეთში - 18. 2 552 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 151 - თბილისში, 818- აჭარაში. 31 040 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 34 712 ადამიანი

Print