ჯანდაცვა
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 827 ახალი დადასტურებული შემთხვევა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 43 932კვლევა ტესტით,
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 827 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 428 670-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 895 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 388 893-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 910 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 827ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 297 შემთხვევა, აჭარა 634, იმერეთი - 494, ქვემო ქართლი - 253, შიდა ქართლი - 262, გურია - 100, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 224, კახეთი - 323, მცხეთა-მთიანეთი -156, სამცხე-ჯავახეთი - 47, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 36.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 33 841 საიდანაც: 6 045 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 029, აჭარაში - 691, იმერეთში - 872. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 227 პირი, მათ შორის, თბილისში - 556, აჭარაში - 114, იმერეთში -282. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 257 პირი, მათგან თბილისში - 183, აჭარაში - 14, იმერეთში - 17. 2 173 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 022 - თბილისში, 820- აჭარაში. 25 623 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
მ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 24 246 ადამიანი

Print