საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ბორჯომის „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამედიცინო ცენტრს ესტუმრა.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, პირველ მოადგილესთან თამარ გაბუნიასთან ერთად ბორჯომის „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამედიცინო ცენტრს ესტუმრა. ეკატერინე ტიკარაძე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსთან გიორგი მიქელაძესთან, ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელთან დავით ზაალიშვილთან და ბორჯომის „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამედიცინო ცენტრის მენეჯერთან ირაკლი დიასამიძესთან ერთად იმუნიზაციის პროცესს გაეცნო.

მინისტრმა იმუნიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა!ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია,საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.
ბორჯომში ამ ეტაპზე ვაქცინაცია სინოფარმით და სინოვაკით მომდინარეობს. 30 ივლისიდან მსურველებს ფაიზერით შეეძლებათ აცრა.
ქვეყანაში ბოლო პერიოდში გაუარესდა ეპიდ ვითარება, დადასტურებული შემთხვევები ყოველდიურად მატულობს
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 666 ახალი შემთხვევა. სამცხე-ჯავახეთი - 39 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს.
აცრაზე რეგისტრაცია შესაძლებელია, როგორც ელექტრონული პორტალის სასუალებით, ასევე უშუალოდ დაწესებულების ცხელ ხაზზე. გარდა ამისა, ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის მოქმედებს ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზის სპეციალური ნომერი - 144-3. ვაქცინაციის მსურველებს დარეგისტრირება შეუძლიათ პირდაპირ კლინიკაში ვიზიტის დროსაც.


Print